არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ისეთი მხარდამჭერი, როგორიც ორბანია - კალაძე
არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ისეთი მხარდამჭერი, როგორიც ორბანია , - ამის შესახებ "ოცნების" გენერალური მდივანი საუბრობს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ უნგრეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის მხოლოდ კარგი უნდა და ეს ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია.
უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის. მე არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ისეთი მხარდამჭერი როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ამაზე მაგარი რა უნდა იყოს, რომ გყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი, რომ შენს ქვეყანას ჰქონედს სტატსუსის მიღების შესაძლებლობა, - ამბობს კალაძე.
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.