პრეზიდენტმა თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა - ბოჭორიშვილი
"ოცნების" წევრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრეზიდენტმა თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა.
მისი განცხადებით, ეს არის საბოტაჟი.
პრეზიდენტმა საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა. ეს არის ზუსტად საბოტაჟი. ეს არის ამ ქვეყანაში რუსული მიზანი და ამ მიზანს ემსახურებით ზუსტად თქვენ". - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან.