"თავის სამართლებელი არაფერი მაქვს" - რას ამბობს მონა.ჯი-ზე მოხვედრილი მინდია ჯანელიძე
„პირველები“ mona.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ პირთა შორის ერთ-ერთს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს ესაუბრა.
ჯანელიძე ამტკიცებს, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს. მისი თქმით, ამ პლატფორმის შესახებ არაფერი იცის და არც დაინტერესებულია.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ასევე კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. მისი თქმით, ბრალდებები, თითქოს ის ცრუ მოწმეა, სიმართლეს არ შეესაბამება.
თავის სამართლებელი არაფერი მაქვს მე. ეს იქნება ჩემი მოკლე კომენტარი და მონა. ჯი-ზე რა დაიდო და არ დაიდო არ ვიცი, - ამბობს ჯანელიძე.
პროკურორები, სუს-ის გამომძიებლები მოსამართლეები და პოლიციელები - იდენტიფიცირებულია პოლიტიკური დავალებების შემსრულებლების ვინაობა ძალოვან სისტემებში. ახალი პლატფორმა mona.ge დღეიდან უკვე ოფიციალურად მუშაობს და ყველა იმ პირის ვინაობა გასაჯაროვდება, ვინც "ოცნების" პოლიტიკური დავალების შემსრულებელია.
ახალ პორტალზე უკვე გამოჩნდა კონკრეტული სახელები და გვარები. ეს ელენე ხოშტარიაა და ზურა გირჩი ჯაფარიძის მხილების პირველი სერიაა. სიაში 8 ადამიანია.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი გასულ კვირას შექმნა. მისი მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.