ორი „ლუზერის“ რაღაც სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - კალაძე ხოშტარია-ჯაფარიძის პლატფორმაზე
"ოცნების" გენერალური მდივანი ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ლუზერებად მოიხსენიებს, მათ მიერ შექმნილ პლატროფმა მონა.ჯი-ს კი "სისულელედ".
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის წევრები მავნებლები არიან და ქვეყნის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ.
„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. არ ვიცი, ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მაგათი საქმე“, - განაცხადა კალაძემ.
ახალი პლატფორმა mona.ge დღეიდან უკვე ოფიციალურად მუშაობს. ახალ პორტალზე უკვე გამოჩნდა კონკრეტული სახელები და გვარები. ეს ელენე ხოშტარიაა და ზურა გირჩი ჯაფარიძის მხილების პირველი სერიაა. სიაში 8 ადამიანია.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი გასულ კვირას შექმნა. მისი მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.