სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ოცნება“ იქნება მმართველობაში - მდინარაძე
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, მანამდე „ოცნება“ იქნება მმართველობაში.
მდინარაძის თქმით, ამას რამდენი წელი დასჭირდება.
მანამ, სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალები, არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში. ამას რამდენი წელიც დასჭირდება, იმდენი წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“ - განაცხადა მდინარაძემ.
"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არა მარტო 2024 წელს აპირებს არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.