ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა და როგორ შეიძლება ხელისუფლება ანდოს საზოგადოებამ - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ შეიძლება ხელისუფლება ანდოს ვინმემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა, გზა-კვალს ვერ პოულობს ერთდროულად და საზოგადოება მათ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ ანდობს.
რადიკალური ოპოზიცია გზა-კვალს ვერ პოულობს ერთდროულად სად დადგეს, განცხადებას ვერ აკეთებენ ერთიანს, დარბაზში ერთმანეთს არ ენდობიან, მწვანეს მიჭერენ თუ წითელს, ეს არ იციან და როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ხელისუფლება ანდოს საზოგადოებამ. მათივე მხარდამჭერების პოზიციები ვიცით". - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არა მარტო 2024 წელს აპირებს არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.