ჯერ 2024-ში გავიმარჯვებთ და მერე შემდეგ წლებში - რიმა ბერაძე კობახიძეს ეთანხმება

17.10.23 17:16
ჯერ 2024-ში გავიმარჯვებთ და მერე შემდეგ წლებში - რიმა ბერაძე კობახიძეს ეთანხმება

"ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთში ეთანხმება და ამბობს, რომ ჯერ 2024-ში გაიმარჯვებენ და მერე შემდეგ წლებში.

ბერაძის თქმით, "ოცნება" 11 წლიან მმართველობაში ომი არ გვაქვს, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამიტომაც ეს აძლევთ იმის გარანტიას, რომ ხელისუფლებაში კვლავ დარჩებიან.

დაველოდოთ, ჯერ ადრეა მანამდე. ჯერ 2024-ში გავიმარჯვებთ და მერე გავიმარჯვებთ შემდეგ წლებში. მაგრამ ამ განწყობას გვაძლევს საზოგადოების და ქართველი ხალხის დამოკიდებულება, ჩვენი ამომრჩევლის, რომელთანაც გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. 11 წელია ხელისუფლებაში ვართ და ომი არ გვაქვს, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ეს გვაძლევს იმის განწყობას, რომ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში". - აცხადებს რიმა ბერაძე. 

"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არა მარტო  2024 წელს აპირებს არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.

 

მსგავსი სიახლეები