კობახიძეს შიში ალაპარაკებს - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძეს შიში ალაპარაკებს.
სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" შემდეგ არჩევებზე ძალაუფლების დათმობა მოუწევს.
შიში არის ის, რაც დღეს ალაპარაკებს კობახიძეს. მათ დაკარგეს მხარდაჭერა. დღეს უმრავლესობა, 70%-ზე მეტი თვლის რომ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები და ნახევარზე მეტი თლის, რომ ირაკლი კობახიძე რუსეთის წარმომადგენელია საქართველოში. "ოცნებას" მოუწევს შემდეგ არჩევებზე ძალაუფლების დათმობა მათთვის, ვისაც ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში ეკუთვნის, ქართველი ხალხისთვის" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არა მარტო 2024 წელს აპირებს არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.