ფიქრობენ, რომ ხაბულიანის ბარათი გამოიყენა სხვამ - რას ფიქრობენ პროცედურულ "თაღლითობაზე" ენმ-ში
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევის დროს "ქართულმა ოცნებამ" პროცედურულად რომ "ითაღლითა" ამაში დარწმუნებულები არიან ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში.
ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ოცნებამ" სავარაუდოდ, დილარ ხაბულიანის ბარათი გამოიყენა.
როგორც კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც უფრო ახლოს სხედან იმ ადგილთან, ფიქრობენ, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მხრიდან, ეს არის ის ეჭვი, რაც გამოიხატა,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ვარაუდობენ, რომ მმართველმა გუნდმა დამოუკიდებელ დეპუტატებთან გარიგების შემდეგ, მათი პულტები გამოიყენა და ახალი წევრებისთვის საჭირო 90 ხმა სწორედ ასე შეაგროვა.
ჩვენი ინფორმაციით, აქ იყო რეგლამენტური ხრიკები. ადამიანი მოვიდა, დარეგისტრირდა, შემდეგ წავიდა, ოღონდ დატოვა ხმის მიცემის პულტი, დაუტოვა სხვა დეპუტატს, რომელმაც მის მაგივრად მისცა ხმა. ასევე, მოიყვანეს ბატონი სერგეენკო, რომელიც სექტემბერში იმისთვის არ გაათავისუფლეს, რომ მსგავს საკითხებში გამოიყენონ და ხმა მიაცემინონ,“ - ამბობს ხაჯიშვილი.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლის შვილია, რომელმაც გუშინ მხარი დაუჭირა პლენუმის გადაწყვეტილებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
მდინარაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე ოპოზიციონერებს მოელაპარაკა. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ დეპუტატებთან გარიგდნენ.