2052-შიც იქნებიან და მერე ბედნიერი ქართველი ხალხი აღნიშნავს "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 50 წლისთავს - ახვლედიანი

17.10.23 17:23
2052-შიც იქნებიან და მერე ბედნიერი ქართველი ხალხი აღნიშნავს "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 50 წლისთავს - ახვლედიანი

რატომაც არა 2052-შიც იქნებიან და მერე ბედნიერი ქართველი ხალხი აღნიშნავს "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 50 წლისთავს - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ვერ ხვდება,რომ ქართველ ხალხს სხვა ნება აქვს.

რატომაც არა, 2052-შიც იქნებიან და მერე ბედნიერი ქართველი ხალხი აღნიშნავს "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 50 წლისთავს. რა თქმა უნდა, ამათ იმედი აქვთ, ასეთ დამკვრელურად თუ ივლენ, ასე თუ ჩაწიხლავენ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ოპოზიციას, მედიას და აღარავის არ დაგვტოვებენ, იქნებიან და იქნებიან, უბრალოდ ესენი ვერ ხვდებიან, რომ ქართველ ხალხს აქვს სხვა ნება, სხვა მისწრაფება". - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არა მარტო  2024 წელს აპირებს არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.

მსგავსი სიახლეები