პარლამენტი და საკონსტიტუციო პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოშიგვნას ცდილობს - ჩუგოშვილი
პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სრულიად გამოშიგნონ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები, - ამის შესახებ საკონსტიტუციოში სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი თამარ ჩუგოშვილი საუბრობს. პრეზიდენტის წარმომადგენელის თქმით, ხელისუფლება ახლა ცდილობს აჩვენოს,რომ ქვეყანას პრეზიდენტი ტყუილად ჰყავს.
რაც შეეხება 6 მოსამართლის პოზიციას, ისინი იმეორებენ პარლამენტის უმრავლესობის სურვილს და მსჯელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სრულიად უუფუნქციო. პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სრულიად გამოშიგნონ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები და თქვას, რომ ფაქტობრივად, ტყუილად ჰყავს ქვეყანას პრეზიდენტი. ეს არის ის უნიკალური მდგომარეობა, როდესაც პრეზიენტი უმოქმედო რომ ყოფილიყო, არაფერი რომ არ გაეკეთებინა, ეს იქნებოდა მისგან კონსტიტუციის დარღვევა, - ამბობს ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. პროცესებმა ახლა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.