როგორც იტყვიან, საქმემან შენმამ გამოგაჩინოს - კოპალეიშვილი საბჭოს წევრად მოსამართლის შვილის არჩევაზე
"როგორც იტყვიან, საქმემან შენმამ გამოგაჩინოს," - ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლის შვილის დანიშვნას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნა არის თუ არა მოსამართლისთვის ჯილდო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადგენისთვის, ამაზე შეფასებისგან მაია კოპალეიშვილი თავს იკავებს.
რამდენადაც ვიცი, ეს კონკურსი მანამდეც მიმდინარეობდა, ვიდრე ეს დასკვნა გამოვიდოდა და ახლა უშუალოდ დაკავშირება ერთმანეთთან ცოტა რთულია. როგორც იტყვიან, საქმემან შენმამ გამოგაჩინოს,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი დღეს აირჩია, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლის შვილი, რომელმაც გუშინ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ხვიჩა კიკილაშვილის შვილი პარლამენტმა დღეს 90 ხმით აირჩია. არადა, საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით 17 მაისს გამართულ პირველ კენჭისყრაზე ხვიჩა კიკილაშვილის შვილს ასარჩევად ერთი ხმა დააკლდა - გოგა კიკილაშვილი - 89 მომხრე.