პრეზიდენტს თავისი ვიზიტებით ქვეყნის საგარეო კურსი არ დაუზიანებია - ადვოკატები

17.10.23 17:37
პრეზიდენტს თავისი ვიზიტებით ქვეყნის საგარეო კურსი არ დაუზიანებია - ადვოკატები

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმოამდგენელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სასამართლოზე არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზურაბიშვილმა თავისი ვიზიტებით ქვეყანა და მისი საგარეო კურსი დააზიანა. მისი თქმით, პრეზიდენტის ევროპელ ლიდერებთან საუბარი მკაცრად ზის იმ სასაუბრობეში, რომელი საგარეო საქმეტა სამინისტროს მიერ არის დადგენილი.

პარლამენტს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა ამ შეხვედრებზე გააჟღერა რაიმე ისეთი, რაც იყო ან კონსტიტუციის ან ქვეყნის საგარეო პლიტიკურიკრუსის ან სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო. მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენდა პარლამენტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში ასეთი მტკიცებულებები და საკონსტიტუციო სასამართლოს 6-მა მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა და საერთოდ არ უმსჯელია. პრეზიდენტი საუბრობდა სტატუსის მინიჭების მხარდაჭერაზე, სთხოვდა სტატუსის მხარდაჭერას და ყველა საუბარი, რომელიც იმართება პრეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მკაცრად ზის იმ სასაუბროებში, რომელიც შედგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, - ამბობს ჩუგოშვილი.

მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს პრეზიდენტის მეორე ადვოკატი მაია კოპალეიშვილიც. 

არ წარმოუგენიათ არცერთი მტკიცებულება ამ სამ ევროპულ ვიზიტთან მიმართებით, რომ ამ სამი ევროპული ვიზიტის შედეგად სალომე ზურაბიშვილმა დააზიანა ჩვენი გაცხადებული კურსი. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გაემიჯნა რა დროს უნდა ემოქმედა საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობით და რა დროს შეეძლო, რომ მას დამოუკიდებლად, თავისუფალი გატვალისწინების ფარგლებში ემოქმედა მთავრობის  თანხმობის გარეშე, - ამბობს კოპალეიშვილი.  
 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა.  პროცესებმა ახლა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. 

მსგავსი სიახლეები