წითლიძე თავდაცვის მინისტრს: გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან" შედარებით

17.10.23 17:51
წითლიძე თავდაცვის მინისტრს: გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან" შედარებით

"ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია - „ქართუ ბანკში“ იყავით, აგიღეს და დაგდეს მინისტრად", - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

წითლიძემ მინისტრს მიმართა და დაინტერესდა - თქვენც ფარცხალაძესავით ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი ხართ, მაგრამ იქნებ თქვენც ამ აგენტურულ ქსელში ხართ?

გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან" შედარებით, მორიდებული იყავით, მახსოვს და ცინიზმი შეგიძენიათ კიდევ, ნეტა რატომ? თქვენც კორუფციულ გარიგებებში ხომ არ ხართ ან თქვენც ფარცხალაძესავით ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი ხართ, მაგრამ იქნებ თქვენც ამ აგენტურულ ქსელში ხართ?- ვინ იცის.

თქვენ თავს ქართულ ჯართან ნუ აიგივებთ. ქართული ჯარი არის ის, რაც პატივისცემას იმსახურებს ყველასგან ყოველთვის, თქვენნაირი თავდაცვის მინისტრები კი ბევრი ჰყოლია ამ ქვეყანას და კიდევ ეყოლება, არ გაახსენდებით არასოდეს არავის. ამიტომ ქართული ჯარის ნაცვლად შენიშვნას თქვენ ნუ გვაძლევთ და ნურც ლაპარაკობთ. ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია - "ქართუ ბანკში" იყავით, აგიღეს და დაგდეს თავდაცვის მინისტრად", - განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები