ლიდერი, რომელიც პუტინთან მეგობრობს, საქართველოს ევროინტეგრაციას ვერ წაეხმარება - ექსპერტი ორბანზე

17.10.23 17:58
ლიდერი, რომელიც პუტინთან მეგობრობს, საქართველოს ევროინტეგრაციას ვერ წაეხმარება - ექსპერტი ორბანზე

"მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ - ასე აფასებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებეილ გიორგი რუხაძე ღარიბაშვილი-ორბანის "კეთილმეგობრობას". ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ ლიდერთან მეგორბობა, რომელიც ასევე პუტინის მეგობარია, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ვერ წაადგება. 

რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა, რომ „მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“.  ანუ ორბანზე ძალიან კარგად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომ ორბანი მეგობარია პუტინი და ღარიბაშვილის მეგობარია ორბანი და ის ლიდერი, რომელიც პუტინთან მეგობრობს, საქართველოს ევროინტეგრაციას ვერანაირად ვერ წაეხმარება. ერთი ხმა, გასაგებია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ერთი ხმის მიღებით ჩვენ დავკარგავთ 10 ხმას. იმიტომ, რომ ის ლიდერი, რომელიც პუტინთან მეგობრობს, ევრკავშირში პატივისცემით, გავლენით, ბუნებრივია, ვერ გამოირჩევა, - ამბობს 

რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.  ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან  უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.  

დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები