"ოცნების" ორბანთან შეამხანაგება ევროპული გზის უარყოფას ნიშნავს - ექსპერტი
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რომ საქართელოს მთავორბის უნგრეთის პრეზიდენტთან შეამხანაგება ევროპული გზის უარყოფას ნიშნავს. ექსპერტის თქმით, ვიქტორ ორბანს საკუთარი არჩევანი თუ ვისთან პარტნიორობს, ნათლად აქვს გაკეთებული.
სამწუხაროდ, სრულიად ბუნებრივია „ქართული ოცნების“ მხრიდან მასთან შეამხანაგება, მაგრამ ეს ნიშნავს პირდაპირ უარყოფას ევროპული გზისა და ევროპული ფასეულობებისა, ჩვენი ნამდვილი მეგობრებისა და მოკავშირეების და მათი ჩამოსვლა და ორბანისა, რომელსაც სრულიად ნათლად აქვს გაკეთებული არჩევანი თუ ვისთან პარტნიორობს და მეგობრობს, - ამბობს გიორგი ბადრიძე.
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.