მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს - სააკაშვილი

17.10.23 19:35
მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს - სააკაშვილი

დებიძინიზაციისთვის დაწყებულ მსვლელობას მიხეილ სააკაშვილი მიესალმება. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, ხალხის გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზეგინდელ აქციას მთლიანად მხარს ვუჭერ! ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური! ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!
ეს მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს. 

დღევანდელ არეულ მსოფლიოში საქართველო თავს გადაირჩენს მხოლოდ იმით თუ დღევანდელ სტატუს-კვოს შევცვლით, რომელიც ასუსტებს და შიგნიდან ანადგურებს ქვეყანას! - წერს სააკაშვილი.

 დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ანუ დებიძინიზაცია - მიხეილ სააკაშვილის შტაბი მოქმედებაზე გადადის. მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ დღეს საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და 19 ოქტომბერს 11 საათზე ჭორვილას მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები