"პრინციპული არჩევანიდან" ე.წ. პრეზიდენტამდე - ოცნებამ ზურაბიშვილი პერსონა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

17.10.23 20:04
"პრინციპული არჩევანიდან" ე.წ. პრეზიდენტამდე - ოცნებამ ზურაბიშვილი პერსონა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

"პრინციპული არჩევანიდან" ე.წ. პრეზიდენტამდე - "ქართულმა ოცნებამ"  სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მეოთხე წლისთავზე  პერსონა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.  ლანძღეს,  ეძახეს ერთ პროცენტიანი, დააყვედრეს მთელი წინასაარჩევნო კამპანია, როცა ბილბორდებზე ზურაბიშვილის ნაცვლად კობახიძე და ივანიშვილი  ჩანდნენ და როცა მთელი პარტია  ხალხს  არწმუნებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა

აკადრეს ყველაფერი, რისი კადრებაც შეიძლებოდა. თავდასხმის სერია ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა პრეზიდენტს "სამარცხვინო" და "ურეიტინგო" ეძახა. გააგრძელა კობახიძემ და თქვა, რომ  ქვეყნის მთავარსარდალი "უზრდელია" და ასაკიც შეახსენა. გაახსენეს როგორ "დასვეს პრეზიდენტად".   ლანძღვის რიგში იდგნენ მდინარაძე და კალაძეც - ზურაბიშვილს ოპოზიციისკენ გზა დაულოცეს. მმართველი პარტიის არცერთ ლიდერს დღეს შანსი არ გაუშვია ხელიდან, რომ სახელმწიფოს მეთაური არ დაემცირებინა.

"ოცნების" ასეთი მასშტაბის თავდასხმა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მმართველ პარტიას  პრეზიდენტის ეშინია? - გაიგეთ ვრცლად ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟიდან

მსგავსი სიახლეები