მარტო, პირისპირ "პატარა კაცებთან" - პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტში

17.10.23 19:49
მარტო, პირისპირ "პატარა კაცებთან" - პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტში

მარტო, პირისპირ "პატარა კაცებთან" - ხვალ დიდი ალბათობით ეს სცენა იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ისტორიული სხდომა და მისი მთავარი მოქმედი გმირები  - ბრალმდებელი "ქართული ოცნება", კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული  საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. პირველად ქვეყნის ისტორიაში მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს.   "გირჩის" გარდა არც ერთი ოპოზიციური პარტია სხდომაში  მონაწილეობას არ მიიღებს. ამ შემთხვევაში კი იმპიჩმენტი არ შედგება. 

დასრულდება თუ არა ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ვადაზე ადრე  ეს ხვალ გაირკვევა. ერთი რაც დადასტურებით ვიცით, სასესიო დარბაზი  დილიდან  მძიმე   პოლიტიკური ბრალდებების ეპიცენტრი იქნება. სასამართლო დავის შემდეგ პირველად მომჩივანი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი ერთმანეთს    შეხვდებიან. მანამდე კი დროს არ კარგავს "ოცნების" თავმჯდომარე.  თუ კობახიძე პრეზიდენტს ვერ გადააყენებს, უნდა რომ  ყველაფრის უფლება წაართვას.    ზურაბიშვილს  მალე ქვეყნის შიგნითაც   შეუზღუდავენ შეხვედრებს.  დაუმორჩილებელ  პრეზიდენტს  შინაპატიმრობა   ორბელიანების სასახლეში უკვე დაუანონსეს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტში - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები