პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია - რას წერს იმპიჩმენტის წინააღმდეგ წასული სამი მოსამართლე
პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია - რას წერს ის სამი მოსამართლე, რომლებმაც პლენუმის გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერეს. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას და გამოშიგვნას ცდილობს - ეს იკითხება იმ მოსამართლეების განსხვავებულ აზრში, რომლებმაც უარი თქვეს ხელისუფლების დირექტივებს დამორჩილებოდნენ. ამბობენ, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზურაბიშვილმა ევროპული ვიზიტების დროს ქვეყნის საგარეო კურსი დააზიანა.
უფრო მეტიც. მოსამართლეები წერენ, რომ პრეზიდენტი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრების დროს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული სასაუბროთი. ანუ პირდაპირ ახორციელებდა მთავრობის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას. შესაბამისად მოქმედებდა კონსტიტუციის ფარგლებში. მიუხედავად ამისა ვერდიქტი გამამტყუნებელია. განსხვავებული აზრის მოსამართლეები კი დღეს მიკერძოებულებად შერაცხეს.