ჯილდო პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერისთვის - მოსამართლის შვილი იუსტიციის საბჭოს წევრად დაამტკიცეს
რა ღირს პრეზიდენტის წინააღმდეგ ვერდიქტი? 6 -დან ერთმა პირველი ჯილდო უკვე მიიღო. დაწინაურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლის შვილი, ვინც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ზუსტად ორ დღეში მადლობის ნიშნად ხვიჩა კიკილაშვილის ვაჟი იუსტიციის საბჭოს წევრად დაამტკიცეს. საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე მოულოდნელად გაიტანეს და სასესიო დარბაზში ოფიციალურად გაფორმდა გარიგება, რომლის შესახებაც პირველები ორი დღის წინ გიყვებოდათ.
მოსამართლის დაჯილდოების ამბავს კიდევ უფრო სკანდალური ნაწილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ წამოეწია. ოპოზიცია უკვე მეორედ ეძებს პოლიტიკურ მოღალატეებს საკუთარ რიგებში. ვინ იქცა ამჯერად "ოცნების" მაშველ რგოლად ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ეჭვმიტანილთა სიაში არიან დილარ ხაბულიანი და როსტომ ჩხეიძე იმყოფებოდნენ. დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდნენ. საგანგებოდ დღევანდელი კენჭისყრისთვის პარლამენტში დიდი ხნის წინ გაუჩინარებული დავით სერგეენკოც მიიყვანეს.
ჯილდო იმპიჩმენტის მხარდაჭერისთვის - ყველა დეტალით ანა მდივანი