ომი "ჰამასის" განადგურებამდე გაგრძელდება - ბოლო ცნობები ისრაელიდან

17.10.23 20:43
ომი "ჰამასის" განადგურებამდე გაგრძელდება - ბოლო ცნობები ისრაელიდან

 

ომი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე "ჰამასი" სრულად არ განადგურებდა - ეს არის ისრაელის ოფიციალური პოზიცია, რომელიც დღეს ქართველ ჟურნალისტებს ქვეყნის ელჩმა გააცნო. ღაზას სექტორში კი ვითარება კრიტიკულია. ეგვიპტე და იორდანია ამ დრომდე უარს ამბობენ პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე. უსახლკაროდ და ომში  დარჩენილ ღაზას მოსახლეობას კი სხვა არჩევანი არა აქვს. ღაზა გარდაუვალი კრიზისის პირისპირ დგას - განგაშის სიგნალი დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩართო. 

ისრაელში კი ჯო ბაიდენს ელოდებიან. ის თელ-ავივში მხოლოდ რამდენიმე საათი გაჩერდება და შემდეგ ეგვიპტის, პალესტინის და იორდანიის პირველ პირებს შეხვდება. ისრაელის დახმარებასთან ერთად ამერიკის პრეზიდენტის ამოცანაა ღაზას სექტორის კრიზისის დაძლევა. სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ბაიდენის ვიზიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დაწყებაც.

მსგავსი სიახლეები