პრემიერის მოძალადე ბიძა ხელშეუხებელია
პრემიერის მოძალადე ბიძა ხელშეუხებელია და ეს ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავად გვითხრა. მთავრობის მეთაურის ერთმა განცხადებამ ცხადი გახადა, რომ დედოფლისწყაროს არაფორმალურ მმართველს, "კაკაშას" ხელს ვერავინ დააკარებს. მერე რა რომ მის წინააღმდეგ დაზარალებულის ჩვენება არსებობს, მერე რა რომ პრემიერის ბიძამ კაცი ხელკეტით შუა ქუჩაში ხალხის თვალწინ სცემა
მერე რა რომ ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორი "კაკაშას" ნაცვლად ნაცემი კაცი დაიჭირეს - ეს ყველაფერი გომელაურისთვის არაფერს ნიშნავს.
"შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიების შესახებ შს მინისტრი დუმს. ირაკლი ღარიბაშვილმა კი დღეს მხოლოდ ის გვითხრა, რომ არ მოსწონს "ტვ პირველის" ჟურნალისტების ხშირი სიარული მშობლიურ დედოფლისწყაროში.
პრემიერის თავდამსხმელი ბიძა - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით