პრემიერი მეგობარი ორბანი პუტინს ერთგულებას უმტკიცებს

17.10.23 20:38
პრემიერი მეგობარი ორბანი პუტინს ერთგულებას უმტკიცებს

ღარიბაშვილთან სტუმრობის შემდეგ პირდაპირ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან. "ქართული ოცნების" ერთადერთი და მთავარი მოკავშირე ახლა ერთგულებას რუსეთის პრეზიდენტს უმტკიცებს.

ვიქტორ ორბანი არ მალავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არასდროს წავა.  მისი მიზანი იყო მოსკოვთან  საუკეთესო კონტაქტის დამყარება რაც  მიღწეულია. როგორც ოცნებას, პუტინსაც ერთადერთი მოკავშირე ევროპაში უნგრეთი ჰყავს. რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე საქართველოს ხელისუფლება პრორუსი უნგრეთის პრემიერის იმედად რჩება.

პრემიერი მეგობარი ორბანი პუტინთან - ყველა დეტალი რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები