კარვების აკრძალვის შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო
კარვების აკრძალვის შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კარვების აკრძალვის შესახებ კანონს სალომე ზურაბიშვილი ანტიევროპულად თვლის.
საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს," - წერია განცხადებაში.
"ოცნებამ" ქვეყანაში კარვების გაშლა აკრძალა. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ. თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.