იმპიჩმენტის თემა აწყობს მხოლოდ ივანიშვილს და რუსულ პარტიას - ხაბეიშვილი
არ გვჯერა იმპიჩმენტის, ეს აწყობს მხოლოდ ივანიშვილს - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტის საქმის წამოწევა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესშია. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში სხდომათა დარბაზში ხვალ იმპიჩმენტის საქმის განხილვის დროს არ იქნება.
ეს თემა აწყობს მხოლოდ ივანიშვილს და რუსულ პარტიას ერთი რამის გამო, ისინი ევროსარბიელზე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საბოტაჟირებენ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებული იმპიჩმენტი, თავად იყვნენ კითხვის დამსმელებიც, მოპასუხეებიც, მოსამართლეებიც, პროცესს თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი მისივე დანიშნულ სალომე ზურაბიშვილს მიუქსია მისივე რეჟიმის წარმომადგენლები და მისივე სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება ერთადერთი ამოცანით - დააზიანოს საქართველოს ევროპული მომავალი,“ - ამბობს ხაბეიშვილი.