უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის ხალხი უნდა იყოს ფორმაში საპროტესტო მიმართულებით - ხაბეიშვილი ოპოზიციის გეგმებზე

17.10.23 21:47
უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის ხალხი უნდა იყოს ფორმაში საპროტესტო მიმართულებით - ხაბეიშვილი ოპოზიციის გეგმებზე

როგორ გეგმავს ოპოზიცია „ქართული ოცნებას“ დამარცხებას - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ოპოზიციას „ქიშპის“ დასრულებისკენ მოუწოდებს. 

ხაბეიშვილის თქმით, უმთავრესი პერიოდი იქნება ქვეყნისთვის, როდესაც ევროკომისიისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაიგებს საზოგადოება. ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციები გაიმართოს და თვლის, რომ ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს. 

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ოპოზიციურ ველზე გამოსხივება იყოს სიძლიერის და არა ერთმანეთის მიმართ ქიშპის. ნოემბერში იქნება კომისიის დასკვნა, 15 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმაში - მათ შორის ხალხი უნდა იყოს ფორმაში საპროტესტო მიმართულებით. „ბულინგი“ მიდის  - ესენი აპირებენ საპროტესტო აქციის - თუ ქვეყანას მართმევ და კონსტიტუციას თავზე მახევ, რა თქმა უნდა, ვემზადები აქციისთვის, რა თქმა უნდა, ვემზადები საპროტესტოდ,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები