პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

17.10.23 22:16
პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

პარლამენტში იმპიჩმენტის საქმის განხილვის დღეს უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ხვალ პარლამენტის იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები