აქვს თუ არა "ლელოს" მოლაპარაკება სალომე ზურაბიშვილთან - რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

17.10.23 22:29
აქვს თუ არა "ლელოს" მოლაპარაკება სალომე ზურაბიშვილთან - რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ მესამე ცენტრის ლიდერი - „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტთან პარტიას ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ აქვს.

კუპრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია და ქმედებები, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება, „ლელოსთვის“ სრულიად მისაღებია.

ამ ეტაპისთვის, არანაირი მსგავსი კომუნიკაცია ან კონსულტაცია არ მიმდინარეობს, არც შეთავაზება არ გვქონია. მსგავსი კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა. ჩვენი თანაკვეთის წერილი არის ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსი, რომლის მიღების პროცესშიც უნდა იმყოფებოდეს ჩვენი ქვეყანა,“ - ამბობს კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები