პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პარლამენტი ისტორიული სხდომისთვის ემზადება

18.10.23 10:00
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პარლამენტი ისტორიული სხდომისთვის ემზადება

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პარლამენტში დღეს სალომე ზურაბიშვილს ასამართლებენ.

მარტო, პირისპირ "პატარა კაცებთან"  დიდი ალბათობით, ეს სცენა იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ისტორიული სხდომა და მისი მთავარი მოქმედი გმირები  - ბრალმდებელი "ქართული ოცნება", კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული  საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. პირველად ქვეყნის ისტორიაში მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს.   "გირჩის" გარდა არც ერთი ოპოზიციური პარტია სხდომაში  მონაწილეობას არ მიიღებს. ამ შემთხვევაში კი იმპიჩმენტი არ შედგება. 

დასრულდება თუ არა ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ვადაზე ადრე  ეს დღეს გაირკვევა. ერთი რაც დადასტურებით ვიცით, სასესიო დარბაზი  დილის 12 საათიდან  მძიმე  პოლიტიკური ბრალდებების ეპიცენტრი იქნება. სასამართლო დავის შემდეგ პირველად მომჩივანი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი ერთმანეთს    შეხვდებიან. 

 

მსგავსი სიახლეები