პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და პრეზიდენტის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა - ადმინისტრაცია
პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები". - წერია განცხადებაში.