ზურაბიშვილი ცდილობს, კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც ჩაიდინა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს - დავითულიანი
"ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს.
დავითულიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი ასე ცდილობს, მომავალ არჩევნებზე პოზიციის დასაფიქსირებლად მოემზადოს .
ის ცდილობს, რომ მის მიმართ გაჩენილი პრეტენზია გადაიყვანოს პოლიტიკური ჭრილში,ანუ ის სამართალდარღვევა, კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც ჩაიდინა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში და შეეცადოს პოლიტიკური ქულების დაწერას. მოემზადოს მომავალ არჩევნებზე პოზიციის დასაფიქსირებლად. რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი რაღაცნაირად ერთად წარმართავენ პროცესს კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, მათ შორის ერთ-ერთი საბაბი ისიც არის ამ მთელი პოლიტიკური პროცესის, რომ მიიწერონ მაქსიმალურად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ქულები", - ამბობს ბექა დავითულიანი.
გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - ერთ საათში საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული სხდომის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი -გაძლიერებულია დაცვაც.
"ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე დასწრების უფლება არც დიპლომატებს და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მისცა, ამიტომ მმართველი გუნდის პირისპირ დარბაზში სალომე ზურაბიშვილი მარტო იქნება. სხდომაზე შესვლას არ აპირებს არც ოპოზიციის დიდი ნაწილი. დღის ბოლომდე კი უნდა გაირკვეს დასრულდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის 5 წლიანი პრეზიდენტობა, რომელიც "ქართული ოცნებისთვის ცოტახნის წინ პრინციპული არჩევანი იყო.