იმპიჩმენტის პროცესი არის სრული ფარსი და "ლელო" ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს - კუპრაძე

18.10.23 11:19
იმპიჩმენტის პროცესი არის სრული ფარსი და "ლელო" ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს - კუპრაძე

"ლელო- საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოს პარლამენტში არის სრული ფარსი და "ლელო" ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.

კუპრაძე ამბობს, რომ ამ ფარსით ხელისუფლება რუსულ დაკვეთას ასრულებს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი საქართველოს პარლამენტში არის სრული ფარსი, რომელიც რუსული დაკვეთის შესრულებაა ხელისუფლების მხრიდან. ფაქტია, რომ ამ ფარსში "ლელო" მონაწილეობას არ მიღებს და არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც ამ ფარსის ცენტრალური პროცესი იქნება", - ირაკლი კუპრაძე.

გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - ერთ საათში საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული სხდომის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი -გაძლიერებულია დაცვაც.

"ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე დასწრების უფლება არც დიპლომატებს და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მისცა, ამიტომ მმართველი გუნდის პირისპირ დარბაზში სალომე ზურაბიშვილი მარტო იქნება. სხდომაზე შესვლას არ აპირებს არც ოპოზიციის დიდი ნაწილი.  დღის ბოლომდე კი უნდა გაირკვეს დასრულდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის 5 წლიანი პრეზიდენტობა, რომელიც "ქართული ოცნებისთვის ცოტახნის წინ პრინციპული არჩევანი იყო.

მსგავსი სიახლეები