სამარცხვინო დღე - დეკანოიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე დღევანდელ დღეს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომელიც პრაქტიკულად ჯიბეში უდევს "ოცნებას" და ივანიშვილს.
ვფიქრობ, რომ არის ძალიან სამარცხვინო დღე ჩემთვისაც პირადად, საქართველოსთვის. პრეზიდენტის იმპიჩმენტი გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც პრაქტიკულად ჯიბეში უდევს ქართულ ოცნებას და ივანიშვილს. ჩვენ არ გაგვაჩნია სასამართლო და პრეზიდენტს ასამართლებენ იმისთვის და უნდათ, რომ გადააყენონ, რომ ჩავიდა, მაკრონს შეხვდა. წარმოუდგენლად მძიმე მოცემულობაა ამ ქვეყანაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გვესმოდეს, რომ ჩვენი, ოპოზიციის მხრიდან, არავინ არ დაუჭიროს მხარი ამ გადაწყვეტილებას", - ხატია დეკანოიძე.
გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - ერთ საათში საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული სხდომის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი -გაძლიერებულია დაცვაც.
"ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე დასწრების უფლება არც დიპლომატებს და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მისცა, ამიტომ მმართველი გუნდის პირისპირ დარბაზში სალომე ზურაბიშვილი მარტო იქნება. სხდომაზე შესვლას არ აპირებს არც ოპოზიციის დიდი ნაწილი. დღის ბოლომდე კი უნდა გაირკვეს დასრულდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის 5 წლიანი პრეზიდენტობა, რომელიც "ქართული ოცნებისთვის ცოტახნის წინ პრინციპული არჩევანი იყო.