შესაძლოა, "ოცნებამ" ფარული მოლაპარაკებით მოახერხოს 100 ხმის შეგროვება - ლილუაშვილი
გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, "ოცნებამ" ფარული მოლაპარაკებით მოახერხოს 100 ხმის შეგროვება და პრეზიდენტი გადააყენონ.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ფარულ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გუშინ მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა.
ლილუაშვილი ამბობს, რომ ორიენტირებული იქნებიან იმის იდენტიფიცირებაზე, ვინ შეკრავს კოალიციას "ოცნებასთან".
სუბიექტური პერსონალური მოსაზრებაა, რომ ქართული ოცნება ყველანაირად ეცდება და შესაძლოა დიდი ალბათობით მოახერხოს 100 ხმის შეგროვება, იმ გარიგებებით, ფარული მოლაპარაკებით, შეთანხმებებით, რომელსაც ოპოზიციასთან აწარმოებდა ამ პერიოდის განმავლობაში და გუშინ დაადასტურა კიდევაც მდინარაძემ, როდესაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი კიდევ 2, სწორედ ამ მოსყიდული ხმებით დაამტკიცეს. ვიქნებით ყურადღებით, ვიქნებით მათ შორის ორიენტირებული იმის იდენტიფიცირებაზე, ვინ შეკრავს კოალიციას ქართულ ოცნებასთან", - ბექა ლილუაშვილი.
გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - ერთ საათში საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული სხდომის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი -გაძლიერებულია დაცვაც.
"ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე დასწრების უფლება არც დიპლომატებს და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მისცა, ამიტომ მმართველი გუნდის პირისპირ დარბაზში სალომე ზურაბიშვილი მარტო იქნება. სხდომაზე შესვლას არ აპირებს არც ოპოზიციის დიდი ნაწილი. დღის ბოლომდე კი უნდა გაირკვეს დასრულდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის 5 წლიანი პრეზიდენტობა, რომელიც "ქართული ოცნებისთვის ცოტახნის წინ პრინციპული არჩევანი იყო.