ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სწორი, თუმცა დაგვიანებული ნაბიჯია - დეკანოიძე

18.10.23 11:29
ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სწორი, თუმცა დაგვიანებული ნაბიჯია - დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სწორი, თუმცა ცოტა დაგვიანებულია. 

ფარცხალაძის საკითხი გადაიფარა ზუსტად იმ საინფორმაციო გამოშვებით, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის იმპიჩმენტი, ეს არის სხვა და სხვა საკითხები და ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც ძირითადად ქმნის „ქართული ოცნება“. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფარცხალაძე, დასანქცირებული, კორუფციონერი, კრიმინალი, ადამიანი, რომელიც ფსბ-ს აგენტია, არავის არ ახსოვს. პირადად ჩემი აზრით იცით და მე პრეზიდენტსაც ვუთხარი, დაგვიანებულიც კია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, თუმცა სწორი ნაბიჯია ამ სამარცხვინო პროცესის წინ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ეწოდება, - ამბობს დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოტარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. დღეს კი პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უნდა უყარონ კენჭი. 

მსგავსი სიახლეები