არ გამოვრიცხავ არცერთი "ოცნების ლიდერის დასანქცირებას - ლილუაშვილი

18.10.23 11:51
არ გამოვრიცხავ არცერთი "ოცნების ლიდერის დასანქცირებას - ლილუაშვილი

იქნება თუ არა ამერიკული სანქციების სიაში მომდევნო კახა კალაძე - გახარიას გუნდი არცერთი "ოცნების ლიდერის არ გამორიცხავს.

ბექა ლილუაშვილი სანქციების მთელ კასკადს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილების შემდეგ ელოდება.

"ქართულ ოცნებაში" და მისი ესთებლიშმენტი ლიდერების შემადგენლობა იმდენად დამაზიანებელ ნაბიჯებს ახორციელებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებისთვის, იმდენად დიდია მათი ბიზნეს ინტერესები, შეიძლება ეს ბიზნეს ინტერესები ფარავდეს მათ შორის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობებს, ამიტომ ბუნებრივია არ გამოვრიცხავ არცერთი ქართული ოცნების ლიდერის დასანქცირებას. სანქციები თქვენ მერე ნახეთ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, რომ მიიღებენ და მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცესს", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

ამერიკული სანქციების სიაში მომდევნო კახა კალაძე იქნება - ეს განცხადება "რეაქციაში" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები