"ხაბეიშვილს სენსაცია შემოაქვს" - "ოცნებაში" კალაძის შესაძლო სანქცირებას სისულელეს უწოდებენ

18.10.23 11:59
"ხაბეიშვილს სენსაცია შემოაქვს" - "ოცნებაში" კალაძის შესაძლო სანქცირებას სისულელეს უწოდებენ

"ოცნებაში"  კახა ალაძის შესაძლო სანქცირებას გამორიცხავენ და სისულელეს უწოდებენ.

ვინ თქვა, ვინ არის ხაბეიშვილი? ეს არის სისულელე. ეს არის მონაგონი, ფანტაზიის ნაყოფი. გიხარიათ საქართველოს მოქალაქეებს რომ ასანქცირებენ?"- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ კვიპროსიდან ჩამოსული ხაბეიშვილს სენსაციის შემოტანა სურს.

მას უნდა გადაფაროს ის, რომ კეზერას იმ ჯიგარის ხომ იცი ევროპელებს რომ ძარცვავს, რომ შეხვდა. ყველა ბიზნესპარტნიორი დაუჭირეს და ალბათ ბოლოს მიადგებიან ბატონ კეზერაშვილს,, სადღაც იყო ჩასული და ახლა, რომ ჩამოვიდეს რა უნდა თქვას და სენსაცია შემოაქვს", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ამერიკული სანქციების სიაში მომდევნო კახა კალაძე იქნება - ეს განცხადება "რეაქციაში" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები