"არეულია ქალბატონი პრეზიდენტი" - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გაუგებარია. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტი "არეულია".
გაუგებარია. პირველ შემთხვევაში რატომ არ შეუწყვიტა ბატონ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, როესაც იუსტიციის სამინისტრომ მიმართა რამდნეიმე კვირის წინ? მაშინ უარი თქვა, გუშნ შეუწყვიტა. აი, რატომ? რისთვის? თუ შეგხვდათ, ჩვენ არ გვპასუხობს და თვითონ იქნება ახსნას ეს მოვლენა. გაუგებარია, ვერ ვხვდებით. არეულია ქალბატონი პრეზიდენტი და რავიცი, დღეს შევეცდებით, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მისი უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილებები, - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოტარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. დღეს კი პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უნდა უყარონ კენჭი.