ღაზის საავადმყოფოს აფეთქება ტერორისტების მიერ რაკეტის წარუმატებელ გაშვებას მოჰყვა - IDF

18.10.23 11:47
ღაზის საავადმყოფოს აფეთქება ტერორისტების მიერ რაკეტის წარუმატებელ გაშვებას მოჰყვა - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე "ჰამასის" მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

უწყება ავრცელებს ფოტოსურათებს, გამოსახულებაზე დაყრდნობით, ხანძარი საავადმყოფოში ტერორისტული ჯგუფის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შედეგად უნდა გაჩენილიყო. გარდა ამისა, არ არსებობდა კრატერები ან მნიშვნელოვანი დაზიანებები სხვა შენობებზე, რომლებიც შესაძლოა ისრაელის საჰაერო თავდაცვას გამოეწვია. 

ეს მტკიცებულებები აშკარად ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისრაელის ბომბი. არ იყო მნიშვნელოვანი დაზიანება საავადმყოფოს გარშემო მდებარე შენობებზე. არ აღინიშნებოდა არავითარი მსგავსება იმ ადგილებთან სადაც ისრაელის ბომბები აფეთქდა“, - ამბობს IDF-ის სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი.

ამის საპასუხოდ, ისლამურმა ჯიჰადის მოძრაობამ უარყო ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მას ცრუ, უსაფუძვლო უწოდა.

მსგავსი სიახლეები