გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტშია

18.10.23 12:01
გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტშია

გადამწყვეტის დღე პრეზიდენტისთვის - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტშია.

რამდენიმე წუთში შალვა პაპუაშვილი სხდომას გახსნილად გამოაცხადებს. დარბაზში არის ფრიდონ ინჯიას გუნდი, გირჩის 3 დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, ალეკო ელისაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, ნატო და როსტომ ჩხეიძეები.

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული სხდომის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი -გაძლიერებულია დაცვაც.

"ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე დასწრების უფლება არც დიპლომატებს და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მისცა, ამიტომ მმართველი გუნდის პირისპირ დარბაზში სალომე ზურაბიშვილი მარტო იქნება. ს

მსგავსი სიახლეები