მეზობლები და ნათესავები, რა, დაბადების დღე აქვს? - მაჭარაშვილი პრეზიდენტზე
"დიპლომატები, მეზობლები და ნათესავები რა, დაბადების დღე აქვს და პარლამენტში უნდა გადაიხადოს თუ რა?!" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, იმას, თუ რატომ არ დაესწრება დიპლომატიური კორპუსი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს.
მაჭარაშვილის თქმით, რეგლამენტში წერია, რომ უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და შემდგომ კენჭისყრა უნდა მოხდეს.
რეგლამენტს თუ წაიკითხავთ ნახავთ, იქ წერია, რომ უბრალოდ უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და შემდგომ უნდა მოხდეს კენჭისყრა. ისიც, რაც ეხლა ხდება, რომ ოპოზიციას სიტყვები ეძლევა, ეს ჩვენ მივიღეთ ეს დადგენილება. დიპლომატები, მეზობლები და ნათესავები რა, დაბადების დღე აქვს და პარლამენტში უნდა გადაიხადოს თუ რა?!", - ამბობს "ხალხის ძალის" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.