საქართველოს ახალი პრეზიდენტი შესაძლოა, უფრო საღად მოაზროვნე იყოს - კლიმოვი
რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი ანდრეი კლიმოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების პატივისცემისა და საქართველო-რუსეთს შორის თანამშრომლობაში დაბრკოლებების აღმოფხვრის კუთხით შესაძლოა, უფრო საღად მოაზროვნე იყოს.
კლიმოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვით მოქმედებს.
ცნობილია, რომ ის [პრეზიდენტი] საფრანგეთის მოქალაქეა. ამბობენ, რომ ქართულადაც კი ცუდად საუბრობს. ზურაბიშვილი დესანტად გაგზავნეს საქართველოში და იკავებს პროევროპულ, შეიძლება ითქვას, პრო-ნატოურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, სერიოზულად არის განწყობილი. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდეს.
სწორედ ამ ინტერესებში შედის ურთიერთობათა ნორმალიზაცია რუსეთთან, რომელსაც, როგორც "დიდ მეზობელს", შეუძლია ბევრად მეტი გააკეთოს საქართველოში, ვიდრე ყველა დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციას და სხვა მსგავს სტრუქტურას - აღნიშნა რუსმა სენატორმა.