ბატონო თავმჯდომარე, შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი - დეკანოიძე იმპიჩმენტზე

18.10.23 12:22
ბატონო თავმჯდომარე, შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი - დეკანოიძე იმპიჩმენტზე

გადამწყვეტი დღე პრეზიდენტისთვის - ამ წუთებში პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ყოვლად სამარცხვინოა, რადგან იგი საქართველოს ევროინტეგრაციის ხელის შეშლას ემსახურება.

დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, შეწყვიტოს ეს სამარცხვინო პროცესი.

საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისათვის, რომ პრეზიდენტი შეხვდა ევროპელ კოლეგებს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს ხელი დააჭიროთ. ეს არის სამარცხვინო პროცესი და მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან ბევრისგან განსხვავებით, ბატონო თავმჯდომარე, თქვენ უნდა იყოთ ყველას თავმჯდომარე, ამიტომ შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები