ჯო ბაიდენი ისრაელშია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
ამავდროულად, ჯო ბაიდენს არაბ ლიდერებთანაც ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი, თუმცა ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, მოგზაურობის მეორე ნაწილი გააუქმა.