პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს - ტრიბუნასთან კობახიძე დგას, ოპოზიციის ნაწილმა კი დარბაზი დატოვა

18.10.23 12:29
პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს - ტრიბუნასთან კობახიძე დგას, ოპოზიციის ნაწილმა კი დარბაზი დატოვა

პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს - ტრიბუნასთან ირაკლი კობახიძე დგას.

"ოცნების" თავმჯდომარე სიტყვით გამოდის.

სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, "გირჩები", ფრიდონ ინჯიას პარტია და თეონა აქუბარდია იმყოფებიან.

კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა.

მსგავსი სიახლეები