ვაპირებ, ბარათი წამოვიღო, რადგან ვერავინ შეძლოს სარგებლობა - მაჭუტაძე
დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცესს არ დაესწრება.
მაჭუტაძის თქმით, იგი აპირებს, საკუთარი პულტის წაღებას, რადგან ვერავინ შეძლოს ამ ბარათის გამოყენება.
ვაპირებ, რომ ჩემი პულტი, ბარათი, რომლითაც კენჭისყრაზე რეგისტრირდებიან დეპუტატები და იღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, ის წამოვიღო, რომელიც არის დარბაზის კანცელარიაში, რადგან ვერავინ შეძლოს ამ ბარათით სარგებლობა და ყველანაირი ინსინუაციის შესაძლებლობა იყოს იმთავითვე აღკვეთილი. ასევე, რასაკვირველია, პრეზიდენტის თხოვნას ვითვალისწინებ და არ დავესწრები დღევანდელ საკითხის განხილვას და მით უმეტეს, კენჭისყრას - აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.