ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი NGO-ს წარმოებულ კამპანიას - კობახიძე

18.10.23 12:54
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი NGO-ს წარმოებულ კამპანიას - კობახიძე

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია დღეს უკლებლივ ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში ისაუბრა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს უნდა უყარონ კენჭი.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი NGO-ს წარმოებულ კამპანიას.

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაში დღეს უკლებლივ ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტთან, ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან. ეს არის, შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე, ეს არის მთავარი კონსტიტუციური ინსტიტუტი და მასთან არის დაპირისპირებული საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის ექსკლუზიურად პასუხისმგებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ეს არის სასამართლო ხელისუფლება და თქვენ იცით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი NGO-ს მიერ წარმოებულ კამპანიას ე.წ. კლანის თაობაზე და ახლა უკვე ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ის 2 დღის წინ ძალიან უხეშად დაუპირისპირდა, პირდაპირ თავს დაესხა ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან ამოხსნა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი", - ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები