გრიგოლ ვაშაძე ანანიაშვილის ქმარი მაინც არის - კობახიძე ზურაბიშვილს ეუბნება, რომ პრეზიდენტობას არ იმსახურებდა
გრიგოლ ვაშაძე ანანიაშვილის ქმარი მაინც არის - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ეუბნება, რომ პრეზიდენტობას არ იმსახურებდა და ხალხმა იმიტომ აირჩია, რომ ნაციონალი პრეზიდენტი არ უნდოდათ.
ხალხმა აგირჩიათ იმის გამო რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. ხალხმა აგირჩიათ იმიტომ რომ ეშინოდათ ნაციონალების, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი ნაციონალი სულ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ". - განაცხადა კობახიძემ.