ამ ქალბატონს გვარამიასთვისაც არ უწოდებია თავის დროზე პატარა კაცი - კობახიძე გვარამიაზე
"ამ ქალბატონს გვარამიასთვისაც არ უწოდებია თავის დროზე პატარა კაცი" - განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც გვარამია ზურაბიშვილს რეზიდენტად მოიხსენიებდა, პრეზიდენტმა "ეს პატარა კაცი" შეიწყალა.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის პოლიტიკურ მიკერძოებულობას გამოხატავს.
სალომე ზურაბიშვილი არღვევს ეთიკის წესებს და აკეთებს განცხადებებს, რომელიც ზრდილობას გაცდენილია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხალხის მიმართ არჩეული დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები "პატარა კაცები". მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს, პატარა კაცი გვარამიასთვისაც არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. აქ ხომ ჩანს, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - აღნიშნა კობახიძემ.